ახალი ამბები

ივანიშვილი: ყარსი–ახალქალაქის შესახებ განცხადება პოლიტიკურად გაუმართავად გამომივიდა

27 დეკემბერი, 2012 • • 4733
ივანიშვილი: ყარსი–ახალქალაქის შესახებ განცხადება პოლიტიკურად გაუმართავად გამომივიდა

“შეიძლება დასვა კითხვა, რომელსაც თავადვე გასცე პასუხი და მე გავეცი პასუხი პრესსკონფერენციაზე, რომ კითხვა ეკონომიკური, რომელიც შეიძლება გაჩნდეს იმიტომ, რომ  ჩვენ გვაქვს ძველი რკინიგზა და ახალი როდესაც შევა მწყობრში, შესაძლებელია, რომ პირველ ეტაპზე არ მოხდეს დატვირთვა ძველი რკინიგზის და  თვითონვე გავეცი პასუხი, რომ გაშვებიდან, როდესაც დარჩება ერთი- ორი თვე ახალი რკინიგზის,  ამ საკითხებს ჩვენვე მოვაგვარებთ შიგნითვე მოლაპარაკებებით.  ეს განცხადება პოლიტიკურად, როგორც ჩანს. გაუმართავად გამომივიდა და დაიწყეს ამაზე სპეკულაცია ჩვენმა ოპონენტებმა. რეალურად აქ კითხვები არც არსებობდა, მე არც დამისვამს მსგავსი კითხვა ელემენტარულად პრეზიდენტთან შეხვედრისას,  გავიხსენე და ვთქვი, როგორ უნდა იყო ფრთხილად და თუ არსებობს კითხვა, განიხილო ერთანეთში და შიგნით”. 

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობასტან დაკავშირებით 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ რკინიგზა  გეოპოლიტიკურად საინტერესო პროექტია, თუმცა ეკონომიკურად პირველ ეტაპზე რჩება კითხვები:

 

“ის, რომ დღევანდელი არსებული რკინიგზა გაცილებით უფრო დიდია, ახლა 180- კილომეტრიანი რკინიგზა შენდება, რომელსაც ყარსი–ახალქალაქის რკინიგზას ვეძახით. არსებული რკინიგზა, თუ სოჩამდე გავითვალისწინებთ, 600 კილომეტრამდეა,  შეიძლება ცოტა მეტიც. მისი საპროექტო სიმძლავრე, გამტარიანობა 25 მილიონ ტონამდეა, პატარა გარდაქმნების საშუალებითაც შეიძლება 40 მილიონ ტონამდე გაიზარდოს”

 

მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ პირველ ეტაპზე, როცა ახალი რკინიგზა გაიხსნება, ტვირთბრუნვა შეუმცირდეს არსებულ რკინიგზას: “ეს მქონდა მხედველობაში, ამავდროულად, შესაძლებელია, პორტების გარკვეულმა ნაწილმა ვეღარ მიიღონ დატვირთვა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს დარეგულირებადია მოლაპარაკების მეშვეობით, ჩვენს მეზობლებთან აზერბაიჯანელებთან პირველ რიგში. მაგრამ კითხვები არსებობს. ახალი რკინიგზა რომ დაიწყებს მუშაობას, ტვირთბრუნვა პირველ ეტაპზე იქნება 5 მილიონი. ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არსებული არ დაზარალდეს ახლის ხარჯზე. ამას დასჭირდება გარკვეული კოორდინაცია.” 

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და არავინ არ აპირებს მის შეჩერებას: “პირიქით, ჩვენ დავეხმარებით, რომ დროზე დასრულდეს, გეოპოლიტიკურად ეს ძალიან საინტერესო პროექტია. არსებული კითხვები ჩნდება, რომ ახალი რკინიგზის ამოქმედების შემდეგ ტვირთები ჩვენი პორტების გვერდის ავლით გაკეთდეს. შეიძლება ამან პირველ ეტაპზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე. ამას უნდა დარეგულირება, რომ ძველი, არსებული რკინიგზის ტვირთბრუნვა არ შემცირდეს და არ დაზარალდეს ქვეყნის ეკონომიკა.”

 

ივანიშვიკლის განცხადებით, საპროექტო სიმძლავრით ძველი რკინიგზაც არ არის დატვირთული:”ახალმა რკინიგზამ შეიძლება ტვირთების დიდი ნაწილი მოკლე გზით გადაიტანოს და ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არსებულ რკინიგზაზე და პორტებზე. იმ დრომდე, სანამ არ მოხდება ეკონომიკის ზრდა აზიის ქვეყნებში. ძველი რკინიგზა დატვირთული არ არის და მისი სიმძლავრის გაზრდაზე იხარჯება თანხები. ვგულისხმობ გვირაბს ხაშურთან. ამ დროს ჩნდება კითხვა, რისთვის კეთდება, როცა ტვირთბრუნვა შეუმცირდება.”

 

პრემიერ–მინისტრის ვიზიტი აზებაიჯანში დღეს, 26 დეკემბერს დაიწყო .

მასალების გადაბეჭდვის წესი