ახალი ამბები

ივანიშვილი: გაზის ტარიფთან დაკავშირებით რეზერვები ქვეყნის შიგნით უნდა მოიძებნოს

26 დეკემბერი, 2012 •
ივანიშვილი: გაზის ტარიფთან დაკავშირებით რეზერვები ქვეყნის შიგნით უნდა მოიძებნოს

“130 დოლარად თავისივე ქვეყანაში იყიდება, 145 დოლარად ყიდის საქართველოზე გაზს აზერბაიჯანი, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი.  როდესაც მე ოპოზიციაში ვიყავი, მაშინაც ვამბობდი მადლობებს ამ მხრივ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ. შესაბამისად, მე კითხვა ტარიფის დაკლებასთან დაკავშირებით აღარ დამისვამს. გაზის ტარიფთან დაკავშირებით საქართველომ რეზერვები შიგნით უნდა მოძებნოს. ჩემი აზრით, შეიძლება დიდი არა, მაგრამ რეზერვები არსებობს და ამ რეზერვების ძიება უნდა გავაგრძელოთ”

 

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, რომელიც პრემიერ–მინისტრს ბაქოში ვიზიტისას ახლავს, აზერბაიჯანთან დაიწყება მოლაპარაკებები ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებითაც. 

 

შეგახსენებთ, დღეს 26 დეკემბერს აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი  დაიწყო.   ბიძინა ივანიშვილი  აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

 

პრეზიდენტთან შეხვედრამდე კი  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა  საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად “საპატიო დაკრძალვათა” ხეივანში გაემართა, სადაც აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეულის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.

 
 
“საპატიო დაკრძალვათა” ხეივანის შემდეგ საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, “შეჰიდების ხეივანში” გაემართა და “მარადიული ცეცხლის ” მემორიალი გვირგვინებით შეამკო. 
 
 
საქართველოს დელეგაციაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი