ახალი ამბები

პატიმრის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შესაძლოა ციხის თანამშრომელი დაისაჯოს

26 დეკემბერი, 2012 •
პატიმრის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შესაძლოა ციხის თანამშრომელი დაისაჯოს

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მაია ხასიას განმარტებით, 2012 წლის 23 დეკემბერს დაწესებულების ექიმმა 28 წლის მსჯავრდებულთან დაკავშირებით მოახდინა სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება: მოჭარბებული უხასიათობა და განწყობის დაქვეითება, ქცევის ცვლილება, რაზეც მოხდა რეაგირება და პატიმარი გადაყვანილი იქნა სხვა საკანში 24- საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ. ასევე გამოიძახეს ფსიქიატრი შემდგომი კონსულტაციისთვის.

 

სამინისტროს ცნობით, 2012 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულმა სცადა თვითმკვლელობა, რისი აღკვეთაც ვერ მოხერხდა.


აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის ფარგლებში ვიდეოჩანაწერის ანალიზიც მოხდება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაია ხასიას განმარტებით,  გამოძიების დასრულებამდე ვერ გვეტყვის, რა ღონისძიებები გატარდა ციხის იმ თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელსაც ევალებოდა ვიდეოდაკვირვების მონიტორების კონტროლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი