ახალი ამბები

‘ცოცხალი მკვდრის’ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

26 დეკემბერი, 2012 •
‘ცოცხალი მკვდრის’ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

“2012 წლის 25 დეკემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე 2012 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება ალექსი ბახუტოვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა დაწყებული. 

 

შეგახსენებთ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ, 25 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის რიგითი პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი, რომელიც ალექსი ბუხუტოვის საქმეზე გამოძიებას ხელმძღვანელობდა, დააწინაურეს და თელავის პროკურორის მოადგილედ დანიშნეს 

 

ალექსი ბახუტოვს ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობისთვის 2007 წლის 24 აგვისტოს თელავის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალია. სახალხო დამცველის აპარატი წერდა, რომ ბახუტოვს არჩადენილი დანაშული წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის შედეგად “აღიარებინეს”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი