“მივესალმები ამ ტენდენციას, არ ვიცოდი, თუ ამდენ თანხას საპატრიარქო თავისი ფულიდან მიმართავდა საგანმანათლებლო მიზნებისათვის. ის, რაზეც ფულს ხარჯავს საპატრიარქო, ეს არის მის დაქვემდებარებაში მყოფი სასწავლებლები. ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი საპატრიარქოსთან ერთად და მოხდა ამ სასწავლებლების ინტეგრაცია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. აქამდე ასე არ იყო. შესაბამისად, საპატრიარქოს მიერ ფული იხარჯება საგანმანათლებლო სივრცეში,”- განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 26 დეკემბერს ნეტგაზეთს. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის 2013 წლისთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარიდან საგანმანათლებლო მიზნებისთვის 14,594.3 ლარი იხარჯება, რომელიც, როგორც ბიუჯეტშია გაწერილი, რამდენიმე სასულიერო სასწავლებელზე ნაწილდება, მათ შორისაა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი და სხვა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *