ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

26 დეკემბერი, 2012 • • 1336
ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

“შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ენერგორესურსების ექსპორტის თემას”.– ნათქვამია პრესამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 დეკემბერს აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი  დაიწყო. 

 პრემიერ- მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად “საპატიო დაკრძალვათა” ხეივანში გაემართა, სადაც აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეულის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.
 
 
“საპატიო დაკრძალვათა” ხეივანის შემდეგ საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, “შეჰიდების ხეივანში” გაემართა და “მარადიული ცეცხლის ” მემორიალი გვირგვინებით შეამკო. 
 
 
საქართველოს დელეგაციაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი.
 
ივანიშვილის ვიზიტი ბაქოში
ივანიშვილის ვიზიტი ბაქოში
 
 
 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი