“ციტრუსი განბაჟდა საერთო სივრცეში, ბელარუსში და შეინარჩუნა წარმოშობა ქართული და ჩავიდა მოსკოვში. რაც შეეხება დანარჩენ კონტეინერებს, ეს უფრო უკრაინისკენ მიმართული ტვირთია. გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ გამოუყოს დამატებითი დაფინანსება აჭარის მთავრობას. რაც ხელს შეუწყობს ციტრუსის სწრაფ რეალიზებას.”
კირვალიძის განმარტებით, სახელმწიფო მეწარმეებს უხდის 8 თეთრს მცირე ზომის ციტრუსში, რომელიც საკონცენტრატოდ გამოდგება. 12 თეთრს უხდის საწარმო, რომელიც ქობულეთში მდებარეობს: “ამიტომ საქართველოს მთავრობამ გამოუყო ფული აჭარის მთავრობას, რომ დახმარებოდა იმ ფერმერებს, ვინც ციტრუსს ჩააბარებდა ქობულეთში. ეს არის ერთი საწარმო და მისი მოცულობა შეზღუდულია, აქედან გამომდიანრე საქმე გვაქვს რიგებთან. რაც შეეხება ბაზრისთვის განკუთვნილ პროდუქტს, იქ ფასი სხვა არის და ის იმ კატეგორიაში გადის, რაც უნდა გადაიტვირთოს ქვეყნიდან გარეთ. 1 მლნ 600 ათსი ლარი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს აჭარის მთავრობამ ფერმერებს, რომ პროდუქტი უკეთ გადატვირთონ უკრაინის ბაზარზე.”
დავით კირვალიძის განმარტებით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლის ინდუსტრია მზად არის, რომ დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე: “ის პროდუქცია, რომელიც იყიდება აშშ–ის და ევროკავშირის ბაზარზე, დარწმუნებული ვარ, რომ დააკმაყოფილებს რუსული ბაზრის სტანდარტს. კომპანიებს 2013 წელს შეიძლება არ ჰქონდეთ დიდი რესურსი, რომ გაიტანონ პროდუქტი რუსულ ბაზარზე. ეს უფრო მომავლისთვის დასაგეგმია. თავით გადაშვებას არ ვაპირებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მიმზიდველი ბაზრის მერე ვინმემ უარი თქვას უკვე გაჭრილ არხებზე. დივერსიფიკაცია არის დაზღვევის თემა და ძალიან მნუშვნელოვანია ნებისმიერი მეწარმისათვის.”
დავით კირვალიძე 26 დეკემბერს ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს და მეღვინეთა ასოცაციის წევრებს ხვდება: “ჩვენ ერთობლივად დავსახავთ იმ გეგმას, რომ პროცესი წინ წავიდეს და გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.”