ახალი ამბები

ნოდარ ხადური ‘ინტერ რაო იესის’ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

25 დეკემბერი, 2012 • • 1133
ნოდარ ხადური ‘ინტერ რაო იესის’ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ეს განცხადება დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.  ხადურის თქმით,  “თელასის” საქმესთან დაკავშირებით განმარტებები ძალიან მალე გაკეთდება.

“ინტერ რაო იესი” სს “თელასის” საქმეზე მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადება გუშინ საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

 

“ინტერ რაო იესის” ჯგუფი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურამ ვერ დაინახა სხვაობა მოსალოდნელ საგადასახადო რეგულირების პროცედურებსა (რომელიც აუცილებელია წინა პერიოდში, კერძოდ, 2011-12 წლებში საქართველოს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზაციისთვის სს “თელასის” დავალიანების რესტრუქტურიზაციის ფარგლებში (“ინტერ რაო იესის” ჯგუფი საქართველოს საგადასადო ორგანოებიდან პროგრესულ საგადახადო წესებს (advanced tax ruling) 2012 წლის აპრილიდან ელოდება) და საგადასახადო შეთანხმებას შორის, რომელიც შესაძლოა ხელმოწერილი იყოს “ინტერ რაოს” ჯგუფში შემავალ საწარმოებათან მხოლოდ 2013 წელს.

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

ორივე პროცედურა საჯაროა, დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.

 

საგადასახადო ვალდებულებების ფიქსირების მიზანი, ისე როგორც საქართველოში ჩვენი ჯგუფის მმართველობითი და საწარმოო ხარჯების ოპტიმიზაცია, იყო ტარიფების გრძლევადიანი განსაზღვრა და მათი შესაძლოა დაწევა მომხმარებლებისთვის, მათ შორის მოსახლეობისთვის.

 

ამდენად, პროკურატურის განცხადება თითქოსდა ათეულობით მილიონი ლარის გადასახადის “პატიების” თაობაზე კომპანიაში მიაჩნიათ შეთხზულად, იმდენად, რამდენადაც პროკურატურისგან სადავო საკონსულტაციო შეთანხმების გაფორმების მომენტში საგადასახადო ორგანოებში კომპანიისთვის დავალიანების დაკისრების გადაწყვეტილება არ არსებობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი