ახალი ამბები

პროკურატურას კბილაშვილის დანიშვნის შემდეგ 149 ახალი თანამშრომელი ჰყავს

25 დეკემბერი, 2012 •
პროკურატურას კბილაშვილის დანიშვნის შემდეგ 149 ახალი თანამშრომელი ჰყავს

მთავარი პროკურორის ცნობით, ამავე პერიოდში პროკურატურიდან 49 თანამშრომელი გათავისუფლდა, ასევე  მოხდა პროკურორების გადანაწილება სხვადასხვა რაიონებში.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე დღეს, 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ყურადღება  გაამახვილა სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზეც.

არჩილ კბილაშვილის თქმით, პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია მოსამართლის თანაშემწის პოლიციელების მიერ გადაბირების შესახებ. მისი თქმით, ამ საქმის გამჭვირვალედ და საყოველთაოდ გამოძიება პროკურატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მთავარი პროკურორის განცხადებით, უახლოეს მომავალში სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს ყოფილი თანამდებობის პირთა საქმეებს. კბილაშვილის თქმით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თუმცა ეს აუცილებლად შეეხება ახალი ხელისუფლების მიერ დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს.

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი