ახალი ამბები

ხათუნა ხუნდაძე კულტურის სამინისტროში ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

25 დეკემბერი, 2012 •
ხათუნა ხუნდაძე კულტურის სამინისტროში ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხათუნა ხუნდაძე კულტურის მინისტრის მოადგილე აღარ არის, მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელდა, რომლის მიხედვით, სამინისტროში მიმდინარეობდა მმართველი გუნდის ოპტიმიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესი, ხათუნა ხუნდაძე და იური მეჩითოვის სტატუსი კი ოპტიმიზაციის პროცესის დასრულებისთანავე გახდებოდა ცნობილი. თუმცა, ამ ეტაპზე კულტურის სამინისტროში ნეტგაზეთს მხოლოდ ხათუნა ხუნდაძის ახალი თანამდებობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

 

შეგახსენებთ, რომ ხათუნა ხუნდაძე კულტურის მინისტრის მოადგილედ 12 ნოემბერს დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე დანიშვნიდან მეორე დღესვე ხათუნა ხუნდაძის ფეისბუქის გვერდზე შეურაცხმყოფელი და უცენზურო გამონათქვამები და კომენტარები გავრცელდა, რასაც მის მიმართ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი