არჩილ კბილაშვილისვე ინფორმაციით, ვიდეოფირებს ექსპერტიზა ჩაუტარდა იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, ვინც კადრებში ჩანდნენ. გარდა ამისა, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ კადრები, რომელიც ცოცხით წამებას ასახავს, შესწავლილია და დადგენილია, რომ დამონტაჟებული არ არის.
მთავარი პროკურორის თქმით, ციხის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც ევროპას აფარებს თავს, კვლავ იძებნება და პროკურატურას ამ მხრივ პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდება საქმის შესწავლის შემდეგ გადაიხედოს. კბილაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობს ბრალდების შესაძლო ცვლილება.