შსს–ს გადაწყვეტილებით, წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი 50–მდე მანქანა იყიდება, რომელთა წინასწარი ჯამური რაოდენობაც 3 მილიონამდე ლარია, სანაცვლოდ კი შსს–მ ‘ტოიოტა ცენტრი თბილისისგან’ 35 ავტომანქანა შეიძინა, რაც 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.
ახალი ავტომანქანები ბოლო ერთი თვის მანძილზეა შეძენილი, დაფინანსების წყაროდ კი 2012 წლის ბიუჯეტია მითითებული.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, “შსს-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ბალანსზე არსებული, ძვირადღირებული, ელიტური ავტომანქანები აუქციონის წესით გაიყიდება. ზოგიერთი მათგანის ღირებულება 100 000 დოლარს აღემატება, ხოლო მათი საერთო ტექნიკური მომსახურება წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შსს–ს მიერ შეძენილი ახალი მანქანების სია კი ასე გამოიყურება:
შსს აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველო – ტოიოტა ლენდ კრუიზერი (რაოდენობა 2) – 190`300 ლარი
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო (რაოდენობა 2) – 112`600 ლარი
შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო – ტოიოტა კოროლა (რაოდენობა 1), ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო (რაოდენობა 3) 196`500 ლარი
შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო – ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო (რაოდენობა 3) ტოიოტა კოროლა (რაოდენობა 1)196`500 ლარი
შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო – ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო (რაოდენობა 3) ტოიოტა კოროლა (რაოდენობა 1) – 196`500 ლარი
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო – ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო (რაოდენობა 3) ტოიოტა კოროლა (რაოდენობა 1) – 196`500 ლარი
შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო – ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო (რაოდენობა 3) ტოიოტა კოროლა (რაოდენობა 1) – 196`500 ლარი
შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო – 112`600 (რაოდენობა 2)
საქართველოს შსს აჭარის არ მთავარი სამმართველო – ტოიოტა ლენდ კრუიზერი (რაოდენობა 1) – 72`100 ლარი
საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო – ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო (რაოდენობა 2) – 144`200 ლარი
შსს-შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო – ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო (რაოდენობა 3) ტოიოტა კოროლა (რაოდენობა 1) – 196`500 ლარი
შსს-მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო – ტოიოტა ლენდ კრუიზერი (რაოდენობა 1) , ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო (რაოდენობა 1) – 190`300 ლარი.