ახალი ამბები

დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა–შენახვისათვის

24 დეკემბერი, 2012 •
დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა–შენახვისათვის

პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული საკუთარ სახლში დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა და დაუდგენელი პირისთვის მისი ნაწილის გადაცემას აპირებდა. როგორც შსს აცხადებს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 1891 აბი  ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი „კოდეტერპი” ,  ორლულიანი გადაჭრილი თოფი და 18 ვაზნა ამოიღეს.

 

შსს–ს ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგინა,  რომ ამოღებული აბები  15,128 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „კოდეინს” შეიცავს, ასევე, მამუკა ბ-ს სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი სროლისთვის ვარგისია.

 

როგორც სამართალდამცავებმა გაარკვიეს, ბრალდებული წარსულში ასევე ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ამჟამად მას ბრალი 260-ე  მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა. მამუკა ბ-ს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი