“მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” დაპირებებს შეასრულბს: “საარჩევნო პერიოდი ოთხწლიანია, რის შემდეგაც ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს დაპირებები, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად შევასრულოთ. საქართველოს ეკონომიკის ვარდნა ყოველ ერთ და ორ კვირაში შეუძლებელია. პირველ წელიწადს რომ ეკონომიკური ზრდა იგრძნო, ძალიან რთულია. ძალიან ბევრი საინტერესო პროცესი შეიძლება დაფიქსირდეს, მე არ შემიძლია დავასახელო ეს დღეები და თვეები, როდის იქნება ეკონომიკური ზრდა. გეტყვით უხეშად, პირველი წელიწადი, ჩავთვალოთ, რომ არის მოსამზდებელი.”