ახალი ამბები

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე “იმედიდან” საზმაუზე გადავიდა

4 აპრილი, 2017 • 3841
ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე “იმედიდან” საზმაუზე გადავიდა

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ტელეკომპანია “იმედიდან” საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავიდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად “ლიბერალმა” გაავრცელა. ეს ფაქტი ნეტგაზეთს თავად აბსანძემაც დაუდასტურა მიმოწერაში.

“კი, გადავედი. ჯერჯერობით ახალი ამბების პროდიუსერად, ოფიციალურად, მაგრამ მალე უნდა შევთანხმდეთ, კონკრეტულად რას გავაკეთებ”, – გვითხრა აბსანძემ, რომელიც ბოლოს “იმედის დროში” მუშაობდა, მანამდე ასევე უმუშავია ტელეკომპანია მაესტროზე, ჟურნალ ლიბერალში და TV9-ზე. იგი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი იყო.

აბსანძეს ვკითხეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მისი გადასვლის მოტივაციის შესახებ: “ჩემი მოტივაციაა, რომ საზმაუზე მეტად ვხედავ ჩემს თავს, ვიდრე კერძო მაუწყებელში”.

მას ასევე დავუსვით შეკითხვა იმ კითხვების და კრიტიკის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით არსებობს: ნიშნავს თუ არა მისი გადაწყვეტილება იმას, რომ მას ამ პროცესის ირგვლივ კითხვები არ აქვს?

“კი, ცხადია, კითხვები მეც მაქვს. ია ანთაძესთან ბევრი მათგანი გავიარე. არგუმენტები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იმედიდან საზმაუზე გადასვლა გადამეწყვიტა”, – ამბობს აბსანძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი