“მაგრამ რამდენად რეალიზება და მოხდება ინვესტიციების განთავსება, ამაზე საუბარი უფრო რთულია. ისე ჩემი იდეა იყო, კომერციულ სტრუქტურებში განაცხადი შევიტანეთ, ვის რა პორექტი აქვს. ჯერ ძვირი პროეტები ვუთხარი, 300 ათასზე მეტი და ახლა ვხსნი ამას. მინდა, რომ ნებისმიერი პროექტის განხილვა მოხდეს “– განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ინვესტიციების საკითხზე ჯერ კრეატიული ჯგუფის ამუშავება ვერ მოხერხდა: ” ვერ ავამუშავე ისე, რასაც ვგეგმავ. ეს ჯგუფი პროექტების შერჩევით დაკავდება. როგორი პროექტები შეიძლება საინტერესო იყოს საქართველოს ეკონომიკაში.”
ივანიშვილის პროგნოზით, ინვესტიციების მოზიდვა მარტივი იქნება: “პირველი ნაწილი უფრო მარტივი ჩანს, 2 მილიარდზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა შესაძლებელია. საშუალება იქნება ინვესტირების, მაგრამ როგორ მოხდება მისი განთავსება, ეს კიდევ მეორე პრობლემაა. ამისთვის კარგი პროექტები უნდა არსებობდეს, საინტერესო და რენტაბელური. ეს უნდა მოვიყვანოთ სისრულეში.”