ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

შუქი
შუქი

მისი თქმით, 301 კვტ/სთ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი 21,5-დან -27%-ის ფარგლებში შემცირდება: “შეთანხმება გამანაწილებელ კომპანიებთან უკვე მიღწეულია და ელექტროენერგიის ტარიფი იმ მოსახლეობისთვის, ვინც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს, 27%-ზე მეტად გაიაფდება. შესაბამისად, ისინი 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში 11,424 თეთრის ( რეგიონებში – 11.0 თეთრი) ნაცვლად, 3.54 თეთრით ნაკლებს, ანუ 7.88 თეთრს გადაიხდიან. ელექტროენერგიის ტარიფის მეორე საფეხურზე ტარიფი 21.5%-ით გაიაფდება და 301კვტ/სთ-მდე მომხმარებულ ელექტროენერგიაზე მოსახლეობა 1 კვტ/სთ-ში 13,56 თეთრის ნაცვლად 10,65 თეთრს (რეგიონებში 10.9 თეთრი) გადაიხდიან”.

საქართველოში სამომხმარებლო ტარიფი 3-საფეხურიანია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *