ახალი ამბები

ივანიშვილი: დამარწმუნეს, რომ ‘მე-9 არხი’ უნდა დარჩეს

24 დეკემბერი, 2012 •
ივანიშვილი: დამარწმუნეს, რომ ‘მე-9 არხი’ უნდა დარჩეს

განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა “მე-9 არხთან” დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ერთი თვის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ამ ტელევიზიიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან შესაძლო ინტეგრაციაზე ისაუბრა, თუმცა მოგვიანებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ აღარ მოხდება ამ ორი ტელევიზიის შერწყმა.

 

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე

“მაგრამ, ამავდროულად, ის კითხვები, რაც ჩნდება საზოგადოებაში, რომ პრემიერ-მინისტრს და მის ოჯახს არ უნდა ჰქონდეს არავითარი შეხება ტელევიზიასთან, ძალიან ვცდილობ და ვეძებ ფორმებს, რომ არ დავტოვოთ ეს კითხვები,” – აცხადებს ივანიშვილი.

 

ამის მიუხედავად ტელეკომპანია “მე-9 არხის” მფლობელად კვლავ რჩება ბიძინა ივანიშვილის მეუღლე – ეკატერინა ხვედელიძე. ტელევიზიაში რამდენიმე კვირის წინ შეიცვალა ხელმძღვანელი, რასაც მოჰყვა ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი. მას შემდეგ ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კახა ბექაური ლუბა ელიაშვილმა შეცვალა. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ტელევიზია.

მასალების გადაბეჭდვის წესი