ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩემთვის მიუღებელია მოსმენები, მაგრამ…

24 დეკემბერი, 2012 • 902
ივანიშვილი: ჩემთვის მიუღებელია მოსმენები, მაგრამ…

“ეს ის შემთხვევაა, რომელზეც მე დიდი დრო დავხარჯე, პირადად იმდენად ჩემთვის მიუღებელია ეს მოსმენები, მაგრამ იქ ყველაფერი იყო კანონიერად, გაირკვა, ხომ გაარკვიეთ ჟურნალისტებმა? იქ კითხვები არსებობდა და, მე მგონი, პასუხები იყო ამომწურავი, რომ სასამართლოს შემთხევვაში ეს თურმმე ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს და ჩვენც შეგვიძლია შევინარჩუნოთ და არ არის ეს იმის ტიპის, რაც არსებობდა ტოტალურად მოსახლეობაში.”

 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოაქვეყნა საქმეზე, რომლისთვისაც გასულ კვირაში დააკავეს: “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, “თელასის” გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და სხვები. ფარულ ჩანაწერებში ფიგურურებდა ყოფილი შს და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი