ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ‘ყარსი–ახალქალაქის’ რკინიგზასთან დაკავშირებით არის კითხვები

24 დეკემბერი, 2012 •
ბიძინა ივანიშვილი: ‘ყარსი–ახალქალაქის’ რკინიგზასთან დაკავშირებით არის კითხვები

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა

ეს კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  ქართულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 

“ის, რომ დღევანდელი არსებული რკინიგზა გაცილებით უფრო დიდია, ახლა 180- კილომეტრიანი რკინიგზა შენდება, რომელსაც ყარსი–ახალქალაქის რკინიგზას ვეძახით. არსებული რკინიგზა, თუ სოჩამდე გავითვალისწინებთ, 600 კილომეტრამდეა,  შეიძლება ცოტა მეტიც. მისი საპროექტო სიმძლავრე, გამტარიანობა 25 მილიონ ტონამდეა, პატარა გარდაქმნების საშუალებითაც შეიძლება 40 მილიონ ტონამდე გაიზარდოს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ პირველ ეტაპზე, როცა ახალი რკინიგზა გაიხსნება, ტვირთბრუნვა შეუმცირდეს არსებულ რკინიგზას: “ეს მქონდა მხედველობაში, ამავდროულად შესაძლებელია, პორდების გარკვეულმა ნაწილმა ვეღარ მიიღონ დატვირთვა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს დარეგულირებადია მოლაპარაკების მეშვეობით, ჩვენს მეზობლებთან აზერბაიჯანელებთან პირველ რიგში. მაგრამ კითხვები არსებობს. ახალი რკინიგზა რომ დაიწყებს მუშაობას, ტვირთბრუნვა პირველ ეტაპზე იქნება 5 მილიონი. ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არსებული არ დაზარალდეს ახლის ხარჯზე. ამას დასჭირდება გარკვეული კოორდინაცია.” 

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და არავინ არ აპირებს მის შეჩერებას: “პირიქით, ჩვენ დავეხმარებით, რომ დროზე დასრულდეს, გეოპოლიტიკურად ეს ძალიან საინტერესო პროექტია. არსებული კითხვები ჩნდება, რომ ახალი რკინიგზის ამოქმედების შემდეგ ტვირთები ჩვენი პორტების გვერდის ავლით გაკეთდეს. შეიძლება ამან პირველ ეტაპზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართვეოს ეკონომიკაზე. ამას უნდა დარეგულირება, რომ ძველი, არსებული რკინიგზის ტვირთბრუნვა არ შემცირდეს და არ დაზარალდეს ქვეყნის ეკონომიკა.”

 

ივანიშვიკლის განცხადებით, საპროექტო სიმძლავრით ძველი რკინიგზაც არ არის დატვირთული:”ახალმა რკინიგზამ შეიძლება ტვირთების დიდი ნაწილი მოკლე გზით გადაიტანოს და ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არსებულ რკინიგზაზე და პორტებზე. იმ დრომდე, სანამ არ მოხდება ეკონომიკის ზრდა აზიის ქვეყნებში. ძველი რკინიგზა დატვირთული არ არის და მისი სიმძლავრის გაზრდაზე იხარჯება თანხები. ვგულისხმობ გვირაბს ხაშურთან. ამ დროს ჩნდება კითხვა, რისთვის კეთდება, როცა ტვირთბრუნვა შეუმცირდება.”

 

ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტს 26 დეკემბერს გეგმავს. მისი თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან გაზის ფასის შემცირებაზე აპირებს საუბარს: “ვიზიტის შემდგომ დავაზუსტებთ, რა საშუალებები გაქვს გაზის ტარიფთან, რაც შეეხება ყარსი–ახალქალაქის რკინიგზას, მე შეკითხვები დავსვი, რომელიც დანიშნულების ადგილზე მივიდა”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი