მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 30–34 კილომეტრში იყო. ბიძგების სიმძლავრე– 3.3; 3.1; 3.9 და 4.2 მაგნიტუდით განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 23 დეკემბერს საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46კმ–ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრას მცირე მასშტაბის ნგრევა მოყვა ქობულეთში. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქობულეთში მცხობრებმა რუსუდან ხახუტაიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია
” ჩამოინგრა სახლის ერთი კედელი, სხვები კი დაიბზარა.“
მისივე ინფორმაციით, აივანი და სამზარეულოს კედელი ჩამოინგრა მისი მეზობლის სახლშიც, ნგრევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
