ახალი ამბები

5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოში

23 დეკემბერი, 2012 •
5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოში

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის  ეპიცენტრი საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46კმ–ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრებ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. 

ძლიერი მიწისძვრა იყო ბათუმში, პანიკის ნიშნები არ შეიმჩნევა, ნეტგაზეთს ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელების” ოფისიდან აცნობეს. ამ დროისათვის ჯერ კიდევ დატავირთულია სატელეფონო ხაზები და ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

მიწისძვრა ძლიერად იგრძნობოდა ქალაქ ქუთაისშიც. ქალაქის ერთ–ერთი მაცხოვრებელი “მეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ბიძგები რამდენიმე წამს გაგრძელდა და ძლიერად იგრძნობოდა.

“სასწრაფოდ ეზოში გამოვედით, მთელი მაცხოვრებლები აქ ვართ და ძალიან გვეშინია”. 

მცირედით განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა აშშ–ის გეოლოგიური კვლევების მიწისძვრების რისკების პროგრამა(USGS), რომლის ცნობითაც, მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო. 

მიწისძვრა საქართველოში
მიწისძვრა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი