გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. შსს აცხადებს, რომ ჯგუფის წევრები თბილისის სხვადასხვა გასართობ ცენტრებში ნარკოტიკული საშუალება “LSD”-რეალიზაციას ახდენდნენ. ისინი ნარკოტიკულ ნივთიერებას შაქრის ნატეხზე აწვეთებდნენ და ცალს 30 ლარად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 32 ცალი ნარკოტიკული საშუალება „LSD”-თი გაჟღენთილი შაქრის ნატეხი და 5 მლ-მდე სითხე ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.