ახალი ამბები

გიორგი მგელაძე ქარტიის ახალი თავმჯდომარეა

22 დეკემბერი, 2012 •
გიორგი მგელაძე ქარტიის ახალი თავმჯდომარეა

გიორგი მგელაძემ ამ თანამდებობაზე ზვიად ქორიძე შეცვალა. ზვიად ქორიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. დღეს ქორთიარდ მერიოტში  ეთიკის ქარტიის  რიგით მეოთხე საერთო კრება გაიმართა, რომელზეც საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს. 

 

კრებაზე საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს. რეგიონების კვოტით საბჭოს ახალი წევრები გახდნენ: ირაკლი აბსნაძე და ლაშა ზარდინავა. თბილისის კვოტით საბჭოს ახალი წევრია გიორგი მგელაძე.

 

დღესვე ქარტიის საერთო კრებაზე აირჩიეს სარევიზიო კომისიის სამი წევრი- ნანა ბიგანიშვილი, შორენა ღლონტი და ლიკა ბასილაია-შავგულიძე. სამი წლის ვადით. სამი წევრი, რომლებიც მეოთხე სხდომაზე ქარტიის წევრების მიერ აირჩიეს, თავად გადაწყვეტენ, თუ ვინ იქნება სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი