ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატები პირდაპირ ეთერში, დებატებში მიიღებენ მონაწილეობას

22 დეკემბერი, 2012 •
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატები პირდაპირ ეთერში, დებატებში მიიღებენ მონაწილეობას

ამის შესახებ ნეტგაზეთს საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ნინო დანელიამ  განუცხადა.  ნინო დანელია ამჟამად ამერიკაში იმყოფება და სხდომებში ინტერნეტის საშუალებით მონაწილეობს. დანელიამ არ იცის, როდის გაიმართება დებატები და არც ის იცის, თუ როდის დაინიშნება საბჭოს მომდევნო სხდომა. მისი თქმით, ოთახიდან, სადაც იგი იყო ინტერნეტით ჩართული, საბჭოს დანარჩები წევრები გავიდნენ და მისთვის არაფერი უთქვამთ.

 

დანელიას თქმით, გიორგი ბარათაშვილმა, ერთ-ერთმა კანდიდატმა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვერც ერთ მის კითხვას დამაჯერებლად ვერ უპასუხა. 

 

“ჩემს ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა დამაჯერებლად. გამოქვეყნდება  ვებზე  მისი გასაუბრება და გამოჩნდება ყველაფერი”.

 

დანელია ამბობს, რომ საბჭომ დღევანელი გასაუბრების შემდეგ ვერ/არ მიიღო გადაწყვეტილება აერჩია ერთი წევრი და ამ მიზეზით აპირებს დანიშნოს სატელევიზიო დებატები.

 

143 სივიდან ბორდმა 5 კანდიდატი აირჩია, მათ შორის, გიორგი ბარათაშვილი, ნათია აბრამია, თინათინ რუხაძე, ნიკოლოზ მახარაშვილი და მეგი თავდუმაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი