გირაო შეეფარდა აღმკვეთი ღონისძიების სახით იზაბელა გუტიძეს და გიორგი ნემსიწვერიძე 15-15 ათასი ლარის ოდენობით. ბრალდებულებს გირაოს თანხის გადასახდელად 20-დღიანი ვადა მიეცათ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ისინი ამ თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
ექვსივე პირი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით არის დაკავებული.
საქმეზე წინა სასამართლო სხომა 31 იანვარსაა ჩანიშნული.