შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტის ინფორმაციით, სენაკში მცხოვრებმა, 1957 წელს დაბადებულმა თენგიზ.ა-მ სამართალდამცველებს წარუდგინა 20 სხვადასხვა დასახელების ტანკსაწინააღმდეგო „ერ-პე-გე”-ს ტიპის ჭურვი, ერთი ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 7 სხვადასხვა დასახელების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის ჭურვი, მსხვილკალიბრიანი იარაღის ვაზნები, 7 ცალი 23 და 33 მილიმეტრიანი ქვემეხის ჭურვები, 13 ფუგასური ჭურვი და 8 „ეფ-1″ ტიპის ხელყუმბარა, 5 ამფეთქით.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველო სსსკ-ის 236-ე მუხლით.