ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებული ექვსი პირის მიმართ დაჯარიმების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა: რაფიელ ლომთაძე, გიორგი ვარდანიძე, გიორგი ბოდოკია, შოთა შღენტი, ზაზა ადეიშვილი და თამაზ მახარეიშვილი.
შსს–ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინიტროს ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომელბმა ხულიგნობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, რომლებიც, შსს-ს ცნობით, 19 დეკემბერს, ქუთაისში პრეზიდენტის ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.
19 დეკემბერს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა, რომელიც ჯერ თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. პარალალურად გაიმართა საპროტესტო აქცია, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მხრიდან დეპუტატების შეურაცხყოფას. ასევე, აქციის მონაწილეებმა ქვები ესროლეს პრეზიდენტის ესკორტს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია.
მომხდარის გამოძიება მოითხოვეს შსს-სგან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.