ცვლილებებია სამინისტროს როგორც 2012 ასევე 2013 წლის ბიუჯეტში, განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ ისაუბრა.

 

სანიკიძის განცხადებით, 2012 წლის ბიუჯეტის შიდა რესურსის მობილიზების ხარჯზე  7.5 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა. დაზოგილი თანხებიდან დაახლოებით 2,4 მილიონი ლარი მიმდინარე წელს კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტების 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსებას მოხმარდება. ხოლო დარჩენილი თანხებით საახალწლოდ საჯარო სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციულ ტექნიკური პერსონალის წახალისება მოხდება. ისინი საახალწლოდ დაახლოებით 60–65 ლარს მიიღებენ.

რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტი 61 700 მილიონი ლარით გაიზარდა:

“მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გაიზრდება საჯარო სკოლის პედაგოგთა ხელფასები თვეში დაახლოებით 70–80 ლარით და ამისთვის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყოფა, სტუდენტებისთვის კი სახელმწიფო სტიპენდიები გაორმაგდება. პროექტზე მუშაობა ოქტომბრიდან დავიწყეთ, გადაიხედა პირველადი საბიუჯეტო პროექტი, მოხდა თანხების მობილიზება და ეს თანხები გადანაწილდა. გაიზარდა სასწავლო გრანტის დაფინანსება ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. მომავალი წლიდან იგეგმება დოქტორანტურის სტუდენტთა დაფინანსებაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარით, თუმცა როგორ მოხდება დაფინანსება, ეს სქემა მუშავდება”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. მან ასევე განმარტა, რომ პედაგოგებს ჩვეულებრივად შეუნარჩუნდებათ ხელფასზე სერთიფიცირებული დანამატი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სიახლეა ისიც, რომ იმ მოსწავლეთათვის, რომელთაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ მომავალი წლიდან სპეციალური ტრანსპორტი გამოიყოფა, რომელიც 190 სკოლის 9000 მოსწავლეს მოემსახურება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *