ბრალის წაყენების შემდეგ ნიკა გვარამიას ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნიკა გვარამიას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის მიხედვით – ქრთამის აღება, 194–ე მუხლი – ფულის გათეთრება, 210–ე მუხლი – ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება, 362–ე – ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენება და ცრუმეწარმეობაში დახმარება. მამუკა ჭაბაშვილის თქმით, ბრალდებული ნიკა გვარამია თავს დამნაშავედ არ სცნობს.