კუბლაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ზაზა მეიშვილის ხელძღვანელობით დღესვე შეიქმნება და მასში საქართველოს ყველა ინსტანციის წარმომადგენელი მოსამართლეები ჩაერთვებიან, მათ შორის ის მოსამართლეებიც, ვისაც სპეციალური ბრძანებების გაცემის დიდი გამოცდილება აქვთ:
“მომავალში რომ არ აღმოჩნდეს, რომ “ვინმე გიორგის” სახელით შეიძლება მოუსმინონ საქართველოს პრეზიდენტს, “ვინმე დავითის” სახელით – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და “ვინმე ნიკოლოზის” სახელით – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ გამოვრიცხოთ სასამართლოს მხრიდან ასეთი ბრძანებების გაცემის შესაძლებლობა, ჩვენ ვაპირებთ, რომ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი. ჩვენ გვინდა უფრო მეტად დავხვეწოთ, დავაზუსტოთ და გარკვეულწილად უფრო მაღალი სტანდარტი შევქმნათ ამ ბრძანებების გაცემის საფუძვლად”, – განაცხადა კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხს ოპერატიულ–სამძებრო სამუშაოების შესახებ კანონი არეგულირებს, რომელშიც წერია, რომ დაუშვებელია ისეთი ოპერატიული სამძებრო საქმიანობის განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება და არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების სფეროს, ადამიანის პატივს და ადამიანის ღირსებას და არ უნდა დაირღვეს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები:
“კარგი იქნება, თუ ამ კანონში ცვლილებები შევა და დაიხვეწება ამ კუთხით, მაგრამ სანამ ეს მომხდარა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი იმიტომ, რომ გამოჩნდა გასაჯაროების შემდეგ გარკვეული პრობლემები”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს მიერ ფარული მიყურადება-ჩაწერა ცნობილი იქნას კანონიერად ტელეფონის ნომერზე – 577 20 12 12. აღნიშნულ დოკუმენტში არ არის მითითებული, რომ საქმე ეხება ნიკა გვარამიას სატელეფონო მოსმენას, დოკუმენტში მითითებულია, რომ ამ ნომრით ვინემ გიორგი სარგებლობდა, სინამდვილეში კი ამ ნომრით სარგებლობდა ნიკა გვარამია.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გამოემაურა სატელეფონო მოსმენების თემას და აღნიშნა:
“დღეს დადასტურდა ფაქტი უკანონო მოსმენების და ეს არის ის ფაქტი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვებრძოდი მე პირადად და ყოველთვის წარმატებით არა, მაგრამ როდესაც ხალხი მოსულია იმ ლოზუნგით, რომ ეს აღარასოდეს აღარ განმეორებულიყო, ამას აკეთებს ბევრად უფრო დიდი აზარტით, ბევრად უფრო დიდი მასშტაბით და პირდაპირ დაშტამპულ ბრძანებებს იძლევა, ეს, რა თქმა უნდა, არის სერიოზული შეშფოთების საგანი.”