საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე ია ბარამიძეზე, რომელიც აცხადებს, რომ მასზე მიმდინარეობა ზეწოლა საქართველოს სპეცსამსახურების მიერ.

 

“მე შევხვდი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს და ამავე სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს, ქალბატონ ია ბარამიძეს, ეს გახლავთ ის ქალბატონი, რომელსაც აიძულებდნენ შესაბამისი ორგანოებისთვის მიეცა ინფორმაცია ამ სასამართლოს თავმჯდომარეზე და თავად სასამართლოს შენობაში განლაგებულ ოთახებზე, კაბინეტებზე და ა.შ.

 

ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო, გამეცნო ადამიანი, რომელმაც ძალიან მამაცურად დაიცვა სასამართლოს პრესტიჟი, მე მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე და აღვუთქვი მხარდაჭერა იმ კუთხით, რომ გარანტირებული იყო მისი უსაფრთხოება. ეს საქმე დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული და დადგენილი იქნებიან ის პირები, რომლებზეც ხორცილედებოდა ასეთი საქმიანობა სასამართლოს წინააღმდეგ”,-აცხადებს კოტე კუბლაშვილი.

 

მისი ინფორმაციით, ია ბარამიძე დაკითხული  არ არის. კუბლაშვილი ამბობს, რომ  გუშინ, 20 დეკემბერს, არჩილ კბილაშვილთან შეხვედრისას ამ თემაზე ჰქონდა საუბარი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *