ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეგზიტპოლი: სომხეთის არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

2 აპრილი, 2017 • 2847
ეგზიტპოლი: სომხეთის არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

სომხეთის 2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, მმართველი “რესპუბლიკური პარტია”  ლიდერობს  [46%], მეორე ადგილზე 25%-ით “წარუკიანის ბლოკია”. ასევე, პარლამენტში მოხვედრის შანსები აქვთ ბლოკს “ელკ”  [“გამოსავალი”] [10%] და “პარტია “დაშნაკციუტუნს” [5%].

სომხეთის პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური ბლოკებისთვის 7%, ხოლო პარტიებისთვის 5%-ია.

ეგზიტპოლი სომხეთში BS/The Gallup Organization-მა სომხეთის სოციალოგიური ასოციაციასთან ერთად ჩაატარა.

2 აპრილის არჩევნებზე 1 574 947 ამომრჩეველი [60% -ზე მეტი] მივიდა.

მთლიანობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც მმართველი პარტიის, “რესპუბლიკელების” მხარდამჭერები ან ადგილობრივი ჩინოვნიკები სიტუაციის გაკონტროლებას სხვადასხვა, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდენ.

არჩევნების საბოლოო შედეგებს სომხეთის საარჩევნო კომისია 2017 წლის 9 აპრილს, არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადებს, თუმცა წინასწარი შედეგები უკვე დღესვე გახდება ცნობილი.

არჩევნების შედეგები და ის, თუ ვინ მოხვდება პარლამენტში, სომხეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რამდენადაც ახალი საკონსტიტუციო რეფორმით, სომხეთი საპარლამენტო მმართველობაზე გადადის.

სომხეთში 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას მრავალრიცხოვანი დარღევების შესახებ საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური ძალები და ჟურნალისტები.

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში. 2 აპრილი, 2017: photo: AFP

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში. 2 აპრილი, 2017: photo: AFP

 

მასალების გადაბეჭდვის წესი