ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თავდასხმები ჟურნალისტებზე – არჩევნები სომხეთში დარღვევებით მიმდინარეობს

2 აპრილი, 2017 • 2740
თავდასხმები ჟურნალისტებზე – არჩევნები სომხეთში დარღვევებით მიმდინარეობს
სომხეთში 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას მრავალრიცხოვანი დარღევების შესახებ საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური ძალები და ჟურნალისტები.

არასამთავრობო ორგნიზაცია “დამოუკიდებელი დამკვირვებლის”  განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები უბნების 10%-ში  ვერ ფლობენ სიტუაციას, საარჩევნო უბნების დაახლოებით  20%-ში არ იყო საკმარისი რაოდენობის ბიულეტენი, უბანების 10% დაგვიანებით გაიხსნა, კომისიის თავმჯდომარეები არ სვამდნენ ბეჭედს ბიულეტენზე და ა.შ.

ტექნიკური დარღვევების გარდა, იპოზიცია ე.წ. კარუსელებზე და საარჩევნო უბნებთან თავმოყრილ უცხო პირებზეც საუბრობს.

გარდა ამისა, არჩევნების მიმდინარეობისას საკუთარი საქმიანობის შესრულებაში ხელი შეეშალათ ჟურნალისტებსაც.

ინციდენტი მოხდა “რადიო თავისუფლების” სომხეთის ბიუროს ჟურნალისტთან, აზატიუნუნ გაბრიელიანთან დაკავშირებით. როგორც სომხეთის პოლიციის პრესამსახური აცხადებს, უწყებაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ერევანში, რუსთაველის 15 ნომერში თავს დაესხნენ ჟურნალისტს.  პოლიციაში აცხადებენ, რომ ფაქტს პოლიციის ცენტრალური განყოფილება სწავლობს.

ერევანში საარჩევნო შტაბებთან თავმოყრილი არიან ადგილობრივი ჩინოვნიკები, რომლებსაც სამარშუტო ტაქსებით მხარდამჭერები ხმის მისაცემად მოჰყავთ და პროცესს აკონტროლებენ. გარდა ამისა, მოურიდებლად არიგებენ ქრთამს -10 000 დრამს [დაახლოებით 50 ლარი] და ჟურნალისტების კითხვებზე, პასუხობენ, რომ ეს  საჩუქარი ან ხელფასია.

მსგავსი ფაქტის გადაღებას შეეცადნენ ჟურნალისტები, თუმცა უცნობი პირები ერთ-ერთ ჟურნალისტს ქვებით გამოეკიდნენ და მუშაობის საშუალება არ მისცეს.

მთლიანობაში, არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც მმართველი პარტია “რესპუბლიკელების” მხარდამჭერები ან ადგილობრივი ჩინოვნიკები სიტუაციის გაკონტროლებას სხვადასხვა, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ.

ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 50%-ზე მეტია.

არჩევნები სომხეთში; 2017 წლის 2 აპრილი; ფოტო: არმინე ავეტისიანი

არჩევნები სომხეთში; 2017 წლის 2 აპრილი; ფოტო: არმინე ავეტისიანი

საარჩევნო სიაში თითქმის 2 მილიონ 600 ათასი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. სომხეთის მასშტაბით, მთლიანობაში, 2009 საარჩევნო უბანია გახსნილი.

არჩევნების საბოლოო შედეგებს სომხეთის საარჩევნო კომისია 2017 წლის 9 აპრილს, არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადებს, თუმცა წინასწარი შედეგები უკვე დღესვე გახდება ცნობილი.

არჩევნების შედეგები და ის, თუ ვინ მოხვდება პარლამენტში, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ახალი საკონსტიტუციო რეფორმით, სომხეთი საპარლამენტო მმართველობაზე გადადის. მთლიანობაში, არჩევნებში 9 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს. ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, გაგიკ წარუკიანის პოლიტიკური ბლოკი სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებით ლიდერ პოზიციაზეა.

წინასაარჩევნო ბრძოლა მწვავე იყო – ამ დრომდე ათამდე  ადამიანია დაჭრილი პოლიტიკური დაპირისპირების ნიადაგზე. ამ ხნის განმავლობაში აქტუალური იყო წინასაარჩევნო ქრთამების თემაც –  საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “ინფორმირებულ მოქალქეთა კავშირმა” 114 ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც სკოლების ხელმძღვანელები ლაპატრაკობენ, თუ როგორ ამუშავებდნენ მმართველი რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ და აშინებდნენ, რომ ხმა სწორედ მათთვის მიეცათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი