საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი შეშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო. ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდა, „უკანონო“ ბრძანებებს არ დაემორჩილონ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არის და იქნება ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის სამსახურში და დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 21 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.