ახალი ამბები

არჩილ კბილაშვილი: პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ

20 დეკემბერი, 2012 •
არჩილ კბილაშვილი: პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ

ეს განმარტება მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა პირველ არხზე დავით პაიჭაძის გადაცემა “დიალოგში” გააკეთა. 

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

“ხეთაგური მივცეთ პასუხისგებაში, ნემსიწვერიძე, ეს სქემა დავდოთ და იმის გამო, რომ რუსთავი2–ის გენერალური დირექტორია, ნიკა გვარამია მას ინდულგენცია გაუკეთოთ და არ მივცეთ პასუხისგებაში? ეს ხომ ორმაგი სტანდარტი იქნებოდა. საერთოდ აქ არალერევანტულია მედიასთან საუბარი. მედიასთან შემხებლობა მხოლოდ მისმა ამჟამინდელმა თანამდებობამ გამოიწვია. თემატიკა რუსთავი 2 –თან შეხებაშიც კი არ არის” – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

მისი თქმით, როცა სასამართლოში წავა ეს საქმე, ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა მოისმინონ: “საპროცესო კოდექსი გვინდა რომ შეიცვალოს და ყველა ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი ღიად, საჯაროდ ჟიურიმ მოისმინოს. რომ თუ აქ სხვა რაიმე უკეთურობას აქვს ადგილი, აგერ ბურთი და მოედანი. დამატებით ჩვენ გვინდა შევცვალოთ კანონი, დავუშვათ ვიიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, რომ ყველამ ნახოს, რა პროცესებიც გვექნება სასამართლოში. “

მასალების გადაბეჭდვის წესი