“მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანი და სწორი განცხადება ქუთაისის გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ის ჩაიკარგა ბევრ სხვა განცხადებაში, სადაც პირდაპირ იყო მოწოდება, პროვოცირება. მე მინდა ყველას ესმოდეს, რომ საქმე არის არა პრეზიდენტის პიროვნებაზე. მე ზუსტად ისევე ვარ არჩეული, როგორც არის არჩეული მარტვილის საკრებულო, როგორც არის არჩეული ქუთაისის საკრებულო, როგორც არის არჩეული რუსთავის საკრებულო,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ზუსტად ისევე უნდა იყოს დაცული მარტვილის საკრებულო, როგორც პრეზიდენტის გადაადგილება და მისი ესკორტი: ” მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვებს, თუ ეს არ არის მართლა ჩვეულებრივი ფარისევლობა, მაშინ წადით და ზუსტად ასევე დაიცავით მარტვილის საკრებულო, ზუსტად ასევე დაიცავით ზუგდიდის საკრებულო, ზუსტად ასევე დაიცავით მარნეულის საკრებულო, სადაც შევარდნის მცდელობა დღეს, გუშინ და გუშინწინ იყო. საკრებულოებში მიდიან ჯგუფები, რომლებიც ვერ იყოფენ თანამდებობებს და მათთვის მეასეხარისხოვანია მათთვის ხალხის ინტერესები”.
სააკაშვილის განცხადებით, ხალხმა მისცა ხმა სოცილური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა ძალადობას.