მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება არ ყოფილა.
“მე არ ვიცნობ პირადად ბატონ ივანიშვილს. როგორც ვიცი, მას ჰქონდა რუსეთში ბიზნესი. ვიმეორებ, რომ პოზიტიური სიგნალები მოდის საქართველოდან დ ჩვენ მზად ვართ, ასევე ვუპასუხოთ. თუმცა ასეთი დონის შეხვედრა ძალიან კარგად უნდა იყოს მომზადებული და რაღაც პოზიტიურით უნდა დამთავრდეს. ჯერ ვერც კი წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ჩვენი განხილვის თემა”,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.