მერსედეს-ბენცის ჩინეთის მოდის კვირეული 25 მარტს დაიწყო და დღეს, 31 მარტს დასრულდა. ჩინეთის მოდის კვირეული არა მხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ პლატფორმას წარმოადგენს მოდის, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, არამედ ის არის მსოფლიოს ცნობილი პლატფორმა ბრენდების პოპულარიზაციისთვის, ორიგინალობის წარმოჩენისთვისა და მოდის ტენდეციების ჩვენებისთვის.
გთავაზობთ “ევროპის პრესფოტო სააგენტოს” ფოტორეპორტაჟს ჩინეთის 2017 წლის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებებიდან.