“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლების დეცენტრალიზაციის პოლიტიკას ატარებს. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით ახალი კონცეფცია შემუშავდა, რომელიც პედაგოგების საჭიროებების კვლევასა და მასზე დაფუძნებით მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების განახლება-განვითარებას ითვალისწინებს.
კონცეფციაში ასახულია დამწყები პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მეთოდებიc, მასწავლებლების უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, სკოლების მართვისა და სწავლების ხარისხის ამაღლება და სხვ.
კონცეფციის განხილვას პირველ ეტაპზე თბილისისა და ახლომდებარე რეგიონების 100-ზე მეტი პედაგოგი დაესწრო. დანარჩენი რეგიონების მასწავლებლებთან დოკუმენტის განხილვა ახლო მომავალში მოხდება, რის შემდეგაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
