ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გორის მუნიციპალიტეტი: ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელში „მეგობრობის ბაღი“ გაშენდება

31 მარტი, 2017 • 2138
გორის მუნიციპალიტეტი: ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელში „მეგობრობის ბაღი“ გაშენდება

“ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მერეთში „მეგობრობის ბაღი“ გაშენდება”,  – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა ბავშვებთან ერთად სკვერში ბროწეულის ხეივანი გააშენეს – დაირგო ასევე კაკლები და ცაცხვის ნერგები.

„ამ სოფელთან გადის ხელოვნური საზღვარი. მავთულხლართების გარშემო ცხოვრობენ როგორც ქართველი, ასევე ოსი ეროვნების მოქალაქეები. სწორედ ამ ორი ერის მეგობრობის სიმბოლოდ გვინდა ამ ადგილას „მეგობრობის ბაღი“ გავაშენოთ. იმედი მაქვს ეს ხელოვნური საზღვრები მალე დაინგრევა,“ – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.

გამგეობის ცნობითვე, “200-მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგები, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი „უთხოვარი“, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისი“ უსასყიდლოდ გადასცა.  ნერგები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზის სკვერშიც დაირგო”.

 

ფოტო: გორის მუნიციპალიტეტი

ფოტო: გორის მუნიციპალიტეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი