ახალი ამბები

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ავადმყოფობის გამო გადადგა

19 დეკემბერი, 2012 •
ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ავადმყოფობის გამო გადადგა

როგორც Daily mail წერს, 44 წლის ვილანოვამ 2011 წლის ნოემბერში, როცა ჯერ კიდევ ბრასელონას მთავარი მწვრთნელის, პეპე გუარდილას ასისტენტი იყო, ყურისახლო ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნი ამოიკვეთა, თუმცა დაავადებამ ხელახლა იჩინა თავი.

 

ტიტო ვილანოვამ ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტი 2012 წლის აპრილში,პეპე გუარდიოლას სამსახურიდან წასვლის შემდეგ დაიკავა. მას ბარსელონასთან ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

 

ბარსელონას მთავარ მწვრთნელს დღეს, 19 დეკემბერს, პრესკონფერენცია ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ავადმყოფობის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ გადაიდო.

 

ტიტო ვილანოვა
ტიტო ვილანოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი