ახალი ამბები

გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყო

29 მარტი, 2017 • 1889
გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყო

გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის პროცესს ოფიციალურად იწყებს. პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ კავშირის დატოვების შესახებ ოფიციალურ წერილს ხელი უკვე მოაწერა. ამით ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი ამოქმედდა.

წერილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს ხვალ გადაეცემა. მას პირადად ბრიტანეთის ელჩი ევროკავშირში, სერ ტიმ ბატოუ ჩაიტანს ბრიუსელში.

გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირის დატოვების 2-წლიანი პროცესი დაიწყო, რომელიც 2019 წლის მარტში უნდა დასრულდეს. ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება ბრიტანელებმა გასული წლის ივნისში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი