შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სხვადასხვა დროს გენპროკურორისა და განათლების მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.
დაკითხვაზე დაიბარეს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი არველაძის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და თელასის ამჟამინდელი დირექტორი დევი კანდელაკიც.
ჯერჯერობით უცნობია დაკითხვის მიზეზები, ალექსანდრე ხეთაგურმა საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ნიკა გვარამიას განცხადებით კი, მისთვის უცნობია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაბარების მიზეზები.
ყოფილი მაღალჩინოსნები და თელასის დირექტორი მოწმის სტასუსით იკითხებიან.