ამის შესახებ “ნეტგაზეთს” აღნიშნულ სამსახურში განუცხადეს. მათივე თქმით, რთულია თბილისში კონკრეტული უბნის გამოყოფა, რადგან გამოძახებები მთელი ქალაქის მასშტაბით ფიქსირდებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძახებებისას, ძირითადად, ავტომობილი გადასული იყო სავალი გზიდან და მათი ამოყვანა გახდა საჭირო. მისივე თქმით, შემთხვევების დროს არავინ დაშავებულა.
გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასწრაფო დახმარების მანქანებს ეხმარებოდა დანიშნულების ადგილზე მისასვლელად.