თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციმ და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე შოთა დ. და კახაბერ ს. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს აცხადებს.
“2012 წლის 11 დეკემბერს შოთა დ-მ ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან 12 მობილური ტელეფონი, 2 ციფრული ფოტოკამერა და 1 ვიდეოკამერა მოიპარა, რითიც მეპატრონეს, ჯამში, 2000 ლარამდე ოდენობის ზარალი მიაყენა. შემდგომი გასაღების მიზნით მოპარული ნივთები მან თანამზრახველს, 1980 წელს დაბადებულ კახაბერ ს-ს გადასცა. თბილისში, გლდანის მასივში მდებარე კახაბერ ს-ს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ამოიღეს. დადგინდა, რომ კახაბერ ს. დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა.