საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ნიკა გილაურის დაკითხვის პროცესი დასრულებულია.
რიყის საქმესთან გილაურის მოწმის სტატუსით დაკითხვა დღეს, 12 საათზე დაიწყო.
როგორც “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ნიკა გილაური რიყის გასხვისების დროს საქართევლოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არისი ბოჭოიძე.