ახალი ამბები

თოვლის გამო თბილისის ზოგიერთ უბანში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა [Photo/Video]

18 დეკემბერი, 2012 • 1400
თოვლის გამო თბილისის ზოგიერთ უბანში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა [Photo/Video]

როგორც სამარშრუტო ტაქსების მძღოლები აცხადებენ, გართულებულია გადაადგილება ნახალოვკაში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, წყნეთისა და ვარკეთილის მიმართულებით, დილით გადაადგილება ჭირდა ვაკე–საბურთალოს ტერიტორიაზეც.

მძღოლების განცხადებით, ტექნიკური მარილი დილიდან დაიყარა, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით, რის გამოც მანქანები ცურდებოდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში ტემპერატურის მომატებამ თოვლის დნობაც გამოიწვია და სიტუაცია გამოსწორდა.

მოასხლეობის ნაწილმა პრეტენზიები გამოთქვა ქალაქ თბილისის მერიის facebook გვერდზე, მათი განცხადებით, გარეუბნებში დღეს ტრანსპორტი არ მოძრაობდა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ტექნიკური მარილის დაყრა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს:

“მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მარილის მოყრა ამჟამადაც მიმდინარეობს, როგორც ცენტრალურ, ასევე, შიდა საუბნო გზებზე. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა თბილისელებმა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლონ შეუფერხებლად გადაადგილება”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი