slideshow | ახალი ამბები | საზოგადოება | ფოტო

60-მდე ქვეყანა, სადაც საქართველოს პასპორტით უვიზოდ იმოგზაურებთ [ინფოგრაფიკა]

28.03.2017 | 7487 | დათო ქოქოშვილი

Global Passport Index-ის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა. რეიტინგი ითვლება იმის მიხედვით, რამდენ ქვეყანაში შეგიძლია ამა თუ იმ პასპორტით უვიზოდ გადაადგილება.

საქართველოს პასპორტის მქონე მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება მსოფლიოს 65 ქვეყანაში შეუძლიათ, საიდანაც 30 ევროპაში მდებარეობს. შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა.

Global Passport Index-ის ლიდერი გერმანიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ ყველაზე მეტ, 126 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა. შვედეთის, ფინეთისა და დანიის მოქალაქეებს – 125-ში.

ქვემოთ მოცემულ რუკაზე შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ ესაჭიროებათ.

ამ ბმულზე შეგიძლიათ შეადაროთ საქართველოს პასპორტის შესაძლებლობები სხვა ქვეყნებთან. საქართველოს პასპორტის ქულა მცირედით ჩამორჩება რუსეთს, თუმცა უსწრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს.

კომენტარები სტატიაზე