დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე – მთაწმინდის პარკში სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა პატარებს საჩუქრებით და სხვადასხვა გასართობი სანახაობით შეხვდებიან, ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები.
ამავე დღეს, 16:00 საათზე დაგეგმილია მეიდნის საახალწლო ფესტივალის გახსნა თბილისის ბიგ ბენდის კონცერტით.
გარდა ამისა, კინოს მოედანზე (ბამბის და რკინის რიგებს შორის ) ნაძვის ხეების ფესტივალის გახსნა (სხვადასხავ კომპანიები წარმოადგენენ თავიანთი დიზაინით შექმნილ ორიგინალურ ნაძვის ხეებს, რომელბიც გამოფენილი იქნება 2 იანვრამდე) იგეგმება.
ასევე 16:00 საათიდან, მეიდნის საახალწლო ფესტივალის განმავლობაში, ყოველდღე კინოს მოედანზე გაიმართება თბილისის ხელოვნების სკოლების ორკესტრებისა და ანსამბლების კონცერტები.
მომდევნო დღეს, 26 დეკემბერს, კინოს მოედანზე 15:00 საათზე თოჯინების საოპერო თეატრის სპექტაკლი “სევილიელი დალაქი” გაიმართება.
27 დეკემებრს, 18:00 საათზე ამავე მოედანზე დაგეგმილია თითების თეატრის სპექტაკლი “ექსტრავაგანსა.”
25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე კი გლდანის პარკში მოქალაქეებს ყინულის მოედანზე მისვლა შეეძლებათ.
ახალი წლის შემდეგ კი, 4 ინვარსა და 10 იანვარს, როგორც მერიაში აცხადებენ, თოვლის ბაბუა გლდანისა და მუშტაიდის პარკებს ტრადიციული საჩუქრებით ესტუმრება.
მერიის ინფორმაციით, ღონისძიებებზე დასწრება უფასოა